[Georgian]
დავდგეთ სიმართლის მხარეს
სიმართლის მხარდაჭერის საერთაშორისო კვირეული
1-7 ივნისი 2015
დემოკრატია მოითხოვს სიმართლეს.
2015 წლის 1-7 ივნისში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები გამოვლენ სიმართლის მხარდასაჭერად, რათა ხელი შეეწყოს კულტურულ ურთიერთობებს და ასევე დაცული იყოს იმ ადამიანთა უსაფრთხოება, რომელებიც არ ერიდებიან ხელისუფლების მიერ დაფარული ინფორმაციის გამოაშკარავებას.
დემოკრატია იმართება მთავრობის სურვილების მიხედვით. ეს კი ყოვლად დაუშვებელია მაშინ, როდესაც მკაცრი და (ზოგჯერ არალეგალური) სამთავრობო გადაწყვეტილებები რჩება საზოგადოებისგან დაფარული.
სიმართლის ქადაგება მნიშვნელოვანია, რათა დღის სინათლეზე გამოვიტანოთ ისეთი ქმედებები, როგორიცაა ადამიანთა უფლებების დარღვევა, ბოროტმოქმედება, გარემოს დაცვის პრობლემები, სამოქალაქო უფლებები და ომი.
ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პრესისა და პიროვნების თავისუფლებას, მთავრობის გამჭვირვალობას კანონის ფარგლებში. ჩვენ ვცდილობთ გამომჟღავნდეს ის ოფიცილაური ინფორმაცია, რისი ცოდნის უფლებაც აქვს საზოგადოებას. მამხილებელთა და ჟურნალისტთა დევნა არალეგიტიმურია და საჭიროა ამის აღმოფხვრა. მიუხედავად იმისა, რომ არადემოკრატიული მთავრობა ჯერ კიდევ განაგრძობს არსებობას. ამიტომ მამხილებელი ბერკეტი ერთადერთი საშუალებაა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ეს არის პროცესი, როდესაც აქამდე ყველა დაფარული სამხილი თუ დოკუმენტაცია, არასწორი ქმედება უნდა გამომზეურდეს.
გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ სიმართლეს იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ.